top of page

წესები და პირობები
 
1. კომპანიის ინფორმაცია
 
ORTOMED წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, რომელსაც მართავს შპს როიალ ინვესტ 99.
საფირმო სახელწოდება: შპს როიალ ინვესტ 99
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405733899
რეგისტრაციის თარიღი: 10/10/2024
მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
იურიდიული მისამართი:
საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, შალვა ნუცუბიძის ფერდობი, I მიკრო/რაიონი, კორპუსი 3, ბინა 7.
ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია ხარისხიანი სამედიცინო, ორთოპედიული და რეაბილიტაციის საშუალებების რეალიზაციაზე.
 
2. საკონტაქტო ინფორმაცია და სამუშაო საათები
 
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
 
ტელეფონი:
593 733 212

568 10 20 00
ელ-ფოსტა:

dachi@ortomed.ge
 
ვებგვერდი:

https://ortomed.ge
 
სამუშაო საათები:
 
ორშაბათი-კვირა 24/7

 
3. საიტის გამოყენება და რეგისტრაცია
 
საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია.
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობაზე.
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
 
4. მიწოდების პირობები
 
ORTOMED ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
 
მიწოდების საფასური
 
თბილისი – 6 ლარი
რეგიონები – 10 ლარი
 
მიწოდების ვადები
 
თბილისი – 1-2 სამუშაო დღე
 
რეგიონები – 2-4 სამუშაო დღე
 
მიწოდების ვადა შესაძლოა შეიცვალოს ფორსმაჟორული გარემოებების, უამინდობის, სატრანსპორტო შეფერხების ან სხვა ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას მიუთითოს სწორი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.
 
5. დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების პოლიტიკა
 
ORTOMED-ის მიზანია თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება.
 
1. დაბრუნების უფლება
 
თუ პროდუქტი შეძენილია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროდუქტის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას შენაძენზე, თუ დაცულია კანონითა და ამ პოლიტიკით განსაზღვრული პირობები.
 
დაბრუნებული პროდუქტი უნდა:

  • იყოს გამოყენებული მხოლოდ მისი დათვალიერებისა და ფუნქციონირების შესამოწმებლად;

  • იყოს სრულ კომპლექტაციაში;

  • არ ჰქონდეს ისეთი დაზიანება ან გამოყენების კვალი, რომელიც სცდება ჩვეულებრივ შემოწმებას.
     

2. დაბრუნება არ მიიღება, თუ:
 

  • პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის მიერ;

  • პროდუქტი გამოყენებულია არასწორად;

  • პროდუქტი დაზიანებულია ინსტრუქციის დარღვევით;

  • დაბრუნების შეზღუდვა გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
     

3. დეფექტიანი პროდუქტი
 
თუ მიღებული პროდუქტი:

  • დაზიანებულია;

  • აქვს ქარხნული დეფექტი;

  • არ შეესაბამება შეკვეთას,

გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.
 
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს:

  • პროდუქტის შეცვლა;

  • დეფექტის აღმოფხვრა (თუ შესაძლებელია);

  • ფასის შემცირება;

  • თანხის დაბრუნება.
     

4. თანხის დაბრუნება
 
დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა დაბრუნდება არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, თუ მხარეები სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.
 
5. დაბრუნების ხარჯი
 
თუ პროდუქტი ბრუნდება მომხმარებლის სურვილით, ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი.
თუ დაბრუნება გამოწვეულია კომპანიის შეცდომით, დაზიანებული ან ქარხნული დეფექტის მქონე პროდუქტის გამო, ყველა გონივრულ ხარჯს სრულად ფარავს ORTOMED.
 
6. გარანტია
 
ORTOMED-ის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე ვრცელდება 1 (ერთი) წლის გარანტია, თუ კონკრეტული პროდუქტის აღწერაში სხვა ვადა არ არის მითითებული.
გარანტია არ ვრცელდება:

  • მექანიკურ დაზიანებაზე;

  • არასწორ გამოყენებაზე;

  • მომხმარებლის მიერ თვითნებურად შეკეთებულ ან შეცვლილ პროდუქტზე;

  • ბუნებრივ ცვეთაზე.
     

7. ფასები
 
ყველა ფასი მითითებულია ქართულ ლარში (GEL).
კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს პროდუქციის ფასი წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა უკვე დადასტურებულ შეკვეთაზე ვრცელდება შეკვეთის მომენტში მოქმედი ფასი.
 
8. პროდუქციის აღწერა
 
ვებგვერდზე წარმოდგენილია პროდუქციის ფოტოები, ტექნიკური მახასიათებლები და ფასები.
ORTOMED ცდილობს უზრუნველყოს ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე, თუმცა ეკრანის პარამეტრებისა და განათების თავისებურებების გამო პროდუქტის ფერი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალურისგან.
 
9. პერსონალური მონაცემების დაცვა
 
ORTOMED პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ შეკვეთის დამუშავების, მომხმარებელთან კომუნიკაციის, მიწოდებისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია შეკვეთის შესრულებისთვის ან კანონით არის მოთხოვნილი.
 
10. მოქმედი სამართალი
 
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ORTOMED-სა და მომხმარებელს შორის, გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

bottom of page